| გამოგვიგზავნეთ შეკითხვა |

ელიტარულ ტელე-კლუბში "რა? სად? როდის?" მოაზროვნის რანგში ითამაშებს მაქსიმუმ 40-50 მოთამაშე, ყველა დანარჩენს კი აქვს შესაძლებლობა გახდეს "ტელემაყურებელთა გუნდი"-ს წევრი ანუ შეადგინოს კითხვები, გაუგზავნოს პროგრამის სარედაქციო ჯგუფს და მოიგოს თანხა "ვი-თი-ბი" ბანკისაგან.
გაეცანით "ტელემაყურენელთა გუნდის" წევრის 10 რჩევას, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ "რა? სად? როდის?" კითხვის შედგენისას. გაითვალისინეთ, რომ აქტიური "ტელემაყურებლები" აგრეთვე მიწვეული იქნებიან სტუდიაში პროგრამის ჩაწერებზე და ექნებათ შანსი უშუალოდ ჩაერთონ პროგრამის მომზადების პროცესში.
არსებობს კითხვის მოწოდების 3 გზა:
1. ჩვეულებრივი ფოსტით მისამართზე:
თბილისი-2, სააბონენტო ყუთი №5, „რა? სად? როდის?“
2. ელ–ფოსტით მისამართზე:
3. ამავე გვერდზე სპეციალური ფორმის შევსებით (ფორმა იხილე ქვემოთ).
კითხვების გამოგზავნაში არც რაოდენობრივად და არც დროში შეზღუდული არ ბრძანდებით. ოღონდ ჯერ აუცილებლად წაიკითხეთ 10 რჩევა კითხვათა ავტორებისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინეთ და გამოგვიგზავნეთ თქვენი კითხვები.
ხარისხიანი შეკითხვების მოლოდინში,
ლაშა კილაძე
პროექტის მთავარი რედაქტორი


















