თორნიკე ჯანგველაძე
photo დაიბადა 1989 წლის 26 სექტემბერს სამტრედიაში

ცხოვრობს თბილისში

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი ITVET სპეციალობით პროგრამისტი

ამჟამად მუშაობს "Helix group"-ში ვებ-დეველოპერად

ჰყავს მეუღლე - ნელი რუსიეშვილი და ვაჟი - მათე

ჰობი, ინტერესები: კითხვა, ბორდგეიმები, ჯეპარდი, კომპიუტერული თამაშები

საყვარელი მწერლები: ქართველი: ზვიად რატიანი, გიორგი საჯაია, ვაჟა ფშაველა, ნატო დავითაშვილი, ზაზა თვარაძე; უცხოელი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ანჯეი საპკოვსკი, აიზეკ აზიმოვი, ჯო აბერკრომბი, ჯოან როულინგი, პატრიკ როტფუსი, სკოტ ლინჩი, რობერტ სალვატორე

საყვარელი კერძები: ხინკალი, შაურმა, ქაბაბი, ქათმის გულ-ღვიძლი კორეულად, ჩიზბურგერი, ბორშჩი

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: სამტრედიის ჩემპიონი, ინტელექტუალური თამაშების პირველი ზამთრის ფესტივალი "ბაკურიანი-2013" - ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი ბრეინ-რინგში (2015), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრეინ-რინგში მოყვარულთა შორის (2015)

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2007 წლიდან

შექმნილია ომედიაში