ნიკოლოზ აგლაძე
photo დაიბადა 1990 წლის 14 მაისს თბილისში

ცხოვრობს თბილისში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიით სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) და სიძველეთმცოდნეობა (მაგისტრი). ამჟამად არის ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

მუშაობს ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და შპს „მეექვსე საავტორო სკოლაში“ - ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად

უცოლო

ჰობი, ინტერესები: წიგნების კითხვა, ტყეში და მთაში სეირნობა, სოკოს შეგროვება, ლიტერატურული კრიტიკის წერა, მხატვრული თარგმანი

უყვარს გემრიელი საჭმელი

საყვარელი მწერლები: ქართველი: ზვიად რატიანი, ტარიელ ჭანტურია, ლია სტურუა. უცხოელი: ლუდმილა ულიცკაია, იოსიფ ბროდსკი, ალექსანდრ პუშკინი, ჟოზე სარამაგო, დანიელ პენაკი, კარენ ბლიკსენი, ივ ბონფუა

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: საქართველოს ხუთგზის (2010, 2012, 2013, 2014, 2015), თბილისის ცხრაგზის ჩემპიონი (2010, 2011, 2012, 2015, 2016, 2017, 2018 ), საქართველოს რუსული ლიგის ექვსგზის გამარჯვებული (2011, 2013, 2014, 2016, 2017, 2018), ამიერკავკასიის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი (2010), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიადის არაერთგზის გამარჯვებული

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2005 წლიდან

შექმნილია ომედიაში