სერგო თევდორაძე
photo დაიბადა 1980 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში

დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი

ამჟამად ცხოვრობს ქუთაისში

მუშაობს პედაგოგად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე

ჰყავს მეუღლე – ხათუნა დარსაველიძე და ქალიშვილი - ეკა

ჰობი, ინტერესები: ინტელექტუალური თამაშები

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველი – მიხეილ ჯავახიშვილი, ნოდარ დუმბაძე; უცხოელი – ბორის აკუნინი, უმბერტო ეკო, მორის დრუონი, რობერტ შეკლი

საყვარელი კერძები: მწვადი, ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 1997 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: საქართველოს ჩემპიონი (2009), დასავლეთ საქართველოს 6–გზის ჩემპიონი (2003–2008), ქუთაისის მრავალგზის ჩემპიონი


მიღწევები ტელეგადაცემაში „რა? სად? როდის?“ (საერთაშორისო): მსოფლიოს ჩემპიონი (2009)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა? სად? როდის?“ (რუსთავი-2–ზე):
2008 წლის ფინალური (ზამთრის) სერიის მეხუთე შესარჩევი თამაშის (28.12.2008) საუკეთესო მოაზროვნე
2009 წლის შემოდგომის სერიის მეოთხე შესარჩევი თამაშის (18.10.2009) საუკეთესო მოაზროვნე
2009 წლის შემოდგომის სერიის ფინალური თამაშის (25.10.2009) საუკეთესო მოაზროვნე
2010 წლის გაზაფხულის დიდი სერიის მეოთხე შესარჩევი თამაშის (28.03.2010) საუკეთესო მოაზროვნე
შექმნილია ომედიაში