დავით რაფავა
photo დაიბადა 1976 წლის 23 ივნისს სოხუმში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის სოხუმის ფილიალი სპეციალობით ეკონომისტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

არის „სილქ როუდ ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი

ჰყავს მეუღლე - თამუნა ფოფხაძე და ორი შვილი - ნიკოლოზი და ელენე

ჰობი, ინტერესები: „რა? სად? როდის?“, ვებ-დიზაინი, რაგბი, მუსიკა

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველი – კონსტანტინე გამსახურდია; უცხოელი – ფიოდორ დოსტოევსი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ვლადიმერ ნაბოკოვი, მიხაილ ბულგაკოვი, რეი ბრედბერი

საყვარელი კერძები: ელარჯი, ბორშჩი, ზღვის პროდუქტები

„რა? სად? როდის?“ თამაშობს 1997 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: „რა? სად? როდის?“-ში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (2006), სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი (2002) და მე–3 პრიზიორი (2007), საქართველოს ჩემპიონი (2006), თბილისის 9–გზის ჩემპიონი (1998, 2002, 2006–12)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა? სად? როდის?“ (საერთაშორისო): მსოფლიოს ჩემპიონი (2009)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა?სად?როდის?“ (რუსთავი 2-ზე): „ბროლის ბუს“ მფლობელი (2010), 2-ჯერ იქნა დასახელებული „დღის მოაზროვნედ“
შექმნილია ომედიაში