ანა მარდალეიშვილი
photo დაიბადა 1989 წლის 2 აპრილს

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი, მიმართულება ფინანსები და საბანკო საქმე; ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

მუშაობს კომპანიაში "KPMG Georgia" უფროს საგადასახადო კონსულტანტად. ასევე არის მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ჰყავს მეუღლე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ქალიშვილი - ლილიანა

ჰობი, ინტერესები: წიგნების კითხვა, დეტექტიური სერიალების ყურება; მოგზაურობა და მოგზაურობის დროს დღიურების წერა; ბილეთების შეგროვება; ფეხით სიარული

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველი - აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ოთარ ჭილაძე, ლადო ასათიანი; უცხოელი - უილიამ ფოლკნერი, მარგარეტ ეტვუდი, ფრედ ვარგასი, პაბლო ნერუდა, ანტონ ჩეხოვი, ალექსანდრ ბლოკი

საყვარელი კერძები: ხაჭაპური, სუში, იტალიური და ჩინური სამზარეულო, ზღვის პროდუქტები, ნებისმიერი სახეობის ყველი

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2006 წლიდან
შექმნილია ომედიაში