გიორგი იაშვილი
photo დაიბადა 1988 წლის 9 მაისს თბილისში

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). შემდეგ კარდიფის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მაგისტრატურა ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სპეციალობით. ამჟამად კი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კორპორატიული ქსელებისა და სისტემების მართვის განყოფილების უფროსი

დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია: 1) "სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით".
2) "Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems".

უცოლო

ჰობი, ინტერესები: უკვე წაკითხული წიგნების ხელმეორედ კითხვა, ფეხბურთი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი, მუსიკა, მეგობრებთან ერთად ყოფნა და ინტელექტუალური თამაშები

საყვარელი კერძები: ჩაქაფული, ტოლმა, კიტრის და პომიდვრის სალათა ნიგვზით, ზღვის პროდუქტები

საყვარელი მწერლები: ქართველი - ვაჟა-ფშაველა, ჭაბუა ამირეჯიბი, რევაზ ინანიშვილი, ნოდარ დუმბაძე, აკა მორჩილაძე, ლადო ასათიანი, გალაკტიონი; უცხოელი - ალექსანდრ დიუმა (მამა), ჟიულ ვერნი, ჯეკ ლონდონი, მარკ ტვენი, ჰერბერტ უელსი, ო’ჰენრი.

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2009 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: მიღწევები სპორტულ ტურნირებში: თსუ-ს ჩემპიონი (2011), სტუდენტური უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი (2011), ინტელექტუალური თამაშების პრაღის საერთაშორისო ფესტივალის, ”ბროლის გოლემის” ბრინჯაოს პრიზიორი (2012)

შექმნილია ომედიაში