რატი შუბლაძე
photo დაიბადა 1989 წლის 27 დეკემბერს ქუთაისში

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სოციოლოგიის ბაკალავრი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამაზე „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“

უცოლო

ჰობი, ინტერესები: ჯეპარდის თამაში და ჯეპარდის კითხვების წერა, საჭმელების კეთება, ღია ბარათების შეგროვება, საფეხბურთო ატრიბუტიკა, წიგნების შეგროვება, ვიკიპედიის სტატიების კითხვა

საყვარელი კერძები: ლობიო ქოთანში, საკუთარი ხელით გაკეთებული კიტრის და პომიდვრის სალათი, ნებისმიერი სახეობის ყველი, სოკო კეცზე, მაკარონი ხორცით, სტაფილო ნიგვზით, პიცა, ქაბაბი, ტაილანდური სამზარეული, ცხარე კერძები

საყვარელი მწერლები: ქართველი- აკა მორჩილაძე, ზურაბ ქარუმიძე, გურამ ფანჯიკიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, დავით კლდიაშვილი; უცხოელი - ჯონ რ.რ. ტოლკინი, არტურ კონან დოილი, თომას მანი, გიუნტერ გრაასი, ჟიულ ვერნი, ხორხე ლუის ბორხესი, მარკ ტვენი.

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2000 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: ქუთაისის ჩემპიონი "რა? სად? როდისში?", თსუ–ს ჩემპიონი, საქართველოს "რა? სად? როდის?" ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა?სად?როდის?“ (რუსთავი 2-ზე): დასახლეებული იქნა „დღის მოაზროვნედ“
შექმნილია ომედიაში