ბესიკ ლილუაშვილი
photo დაიბადა 1977 წლის 23 ნოემბერს ბათუმში

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფილოლოგი-გერმანისტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; პარალელურად არის კომპანია „მაქრო ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდ-მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.

ჰყავს მეუღლე - ნინი წოწორია, ვაჟი - გიორგი და ქალიშვილი სესილი

ჰობი, ინტერესები: კითხვა, მუსიკა, ინტერნეტი, კამათი

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველი – კონსტანტინე გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, გალაქტიონი, ვაჟა ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი; უცხოელი – ჰერმან ჰესსე, ფრანც კაფკა, ჰაინრიხ ბიოლი, ფრიდრიხ ნიცშე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, მიხაილ ბულგაკოვი, ფიოდორ დოსტოევსკი, არტურ რემბო, ჯეიმს ჯოისი

საყვარელი კერძები: ბაჟე!

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 1994 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: მე–4 ადგილი სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატზე (1998), დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი (2002), ბათუმის მრავალგზის ჩემპიონი (1994–2002)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა? სად? როდის?“ (რუსთავი-2–ზე):
2009 წლის გაზაფხულის სერიის ფინალური თამაშის (29.03.2009) საუკეთესო მოაზროვნე
2012 წლის გაზაფხულის სერიის მესამე თამაშის (16.05.2012) საუკეთესო მოაზროვნე
შექმნილია ომედიაში