გიორგი ბაქრაძე
photo დაიბადა 1974 წლის 27 აგვისტოს თბილისში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფიზიკოსი; უილიამს კოლეჯი (აშშ) სპეციალობით ეკონომისტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

მუშაობს ”საქართველოს ეროვნულ ბანკში”

ჰყავს მეუღლე - თეა კვინტრაძე და ორი ვაჟი - ალექსანდრე და ნიკოლოზი

ჰობი, ინტერესები: კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმები

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველი – ვაჟა ფშაველა; უცხოელი – მიხეილ ბულგაკოვი, ო’ჰენრი

საყვარელი კერძები: განსაკუთრებული ფავორიტი არ ჰყავს

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 1993 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: „რა? სად? როდის?“-ში მსოფლიო ჩემპიონატის 2–გზის მონაწილე (2002, 2004), სამხრეთ კავკასიის 3–გზის ჩემპიონი (1999, 2001, 2007), საქართველოს 7–გზის ჩემპიონი (1996, 1998–2001, 2004, 2007), თბილისის 17–გზის ჩემპიონი (1998, 2000, 2002–06, 2008); საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნე!

მიღწევები ტელეგადაცემაში „ინტელექტ–კლუბი“ (I არხზე და მე–9 არხზე): „ბრინჯაოს მოაზროვნის“ მფლობელი (1997, 2001)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა?სად?როდის?“ (რუსთავი 2-ზე): „ბროლის ბუს“ მფლობელი (2012), 8-ჯერ იქნა დასახელებული „დღის მოაზროვნედ“, მიენიჭა მაგისტრის ტიტული (2013)
შექმნილია ომედიაში