გიორგი გვეტაძე
photo დაიბადა 1986 წლის 11 ნოემბერს ქუთაისში

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრიატი) და საქართველოს უნივერსიტეტი (მაგისტრატურა) სპეციალობით ფინანსისტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

მუშაობს ფინანსურ დირექტორად სს "სადაზღვევო კომპანია ალფაში"

უცოლო

ჰობი, ინტერესები: ჯეოპარდი, ცურვა, კალათბურთი, მუსიკა, ინტერნეტში სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციების მოძიება

აქვს მწვანე ქამარი "კოშიკი კარატეში"

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველი - ჯემალ ქარჩხაძე, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი; უცხოელი - უილიამ ფოლკნერი, ონორე დე ბალზაკი, თეოდორ დოსტოევსკი

საყვარელი კერძები: ქაბაბი, ოჯახური, თევზი, წვნიანები

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2008 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: თბილისის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული (2014), საირმის ღია თასის გამარჯვებული (2014), იმერეთის ღია თასის ორგზის გამარჯვებული (2014, 2015), ბაკურიანის ღია თასის გამარჯვებული (2015), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრეინ-რინგში მოყვარულთა შორის (2015), მსოფლიოს ჩემპიონი მოყვარულთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „ხამსა“ (2015)

შექმნილია ომედიაში