დავით ლომინაძე
photo დაიბადა 1983 წლის 20 აპრილს ბაღდათში (საქართველო)

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით იურისტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

ჰყავს მეუღლე თინათინ აზალაძე და ქალ-ვაჟი: ანასტასია და ალექსანდრე

ჰობი, ინტერესები: დაწოლილი კითხვა, მუსიკის მოსმენა სიბნელეში, ჯეპარდი, თევზაობა

საყვარელი მწერლები და პოეტები: ქართველები - გრიგოლ რობაქიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, გალაკტიონ ტაბიძე; უცხოელები - მიგელ სერვანტესი, მიხეილ ბულგაკოვი, მაქს ფრიში, ვერა პავლოვა

საყვარელი კერძები: ხაჭაპური, საცივი, კუპატი, ნიგვზიანი ლობიო

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 2009 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: საქართველოს და თბილისის ჩემპიონი (ხუთგზის), საქართველოს ჩემპიონი "ბრეინ-რინგში" (ოთხგზის)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა?სად?როდის?“ (რუსთავი 2-ზე): "ბროლის ბუს" მფლობელი (2014), 5-ჯერ დასახელებული იქნა „დღის მოაზროვნედ“
შექმნილია ომედიაში