ილია რევია
photo დაიბადა 1979 წლის 18 მაისს

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით გამოყენებითი მათემატიკა, შემდეგ იონჩოპინგის (შვედეთი) უნივერსიტეტი სპეციალობით საინფორმაციო ტექნოლოგიები და ბიზნესის განახლება, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს–სკოლა სპეციალობით პროექტების მენეჯმენტი

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

არის ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"-ს გენერალური დირექტორი

ჰყავს მეუღლე - თამარ ბახია და ორი შვილი - სოფია და დავითი

ჰობი, ინტერესები: მოგზაურობა, ლაშქრობები, ფოტოგრაფია, ფილატელია

საყვარელი მწერლები და პოეტები: ხორხე ლუის ბორხესი, რიუნუსოკე აკუტაგავა, გაბრიელ გარსია მარკესი, ჯეკ კერუაკი, ჯორჯ ორუელი, დუგლას ადამსი, მიხაილ ბულგაკოვი, ალენ გინზბერგი

საყვარელი კერძები: სუში, სოკო კეცზე

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 1996 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: საქართველოს ჩემპიონი 2011, ვიცე-ჩემპიონი (2012), ბაკურიანის ზამთრის თასის ჩემპიონი (2013), ორგზის თბილისის ჩემპიონი (2009, 2013)

მიღწევები ტელეგადაცემაში „რა?სად?როდის?“ (რუსთავი 2-ზე): „ბროლის ბუს“ მფლობელი (2013), 4-ჯერ იქნა დასახელებული „დღის მოაზროვნედ“
შექმნილია ომედიაში