გიორგი ეზუგბაია
photo დაიბადა 1988 წლის 11 იანვარს სოხუმში

დაამთავრა თბილისის 128-ე საშუალო სკოლა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა
ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში

მუშაობს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი

ჰყავს მეუღლე - ნინო თოდუა და ორი შვილი - ნიკოლოზი და ნატალია

საყვარელი მწერლები: ქართველი - შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ლევან გოთუა; უცხოელი - ჟიულ ვერნი, არტურ კონან დოილი, გაბრიელ გარსია მარკესი.

სამი ქართველი ისტორიული პირი, რომელთაც შეცვალეს საქართველოს ისტორია: დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ილია ჭავჭავაძე

სამი უცხოელი ისტორიული პირი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს ისტორია: ჩინგიზ-ყაენი, ქრისტეფორე კოლუმბი, ალექსანდრ ფლემინგი

ცხოვრების კრედო: "აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"

შექმნილია ომედიაში