ანტონ ვაჭარაძე
photo დაიბადა 1987 წლის 9 მაისს ქალაქ იჟევსკში(რუსეთი)

დაამთავრა თბილისის 191-ე საშუალო სკოლა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა

ამჟამად არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი

ჰყავს მეუღლე - თინათინ კუპატაძე და ორი შვილი - ალექსანდრე და ანდრეა

საყვარელი მწერლები: ქართველი - დავით კლდიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნოდარ დუმბაძე; უცხოელი - ო. ჰენრი, რიუნოსკე აკუტაგავა, ვიქტორ პელევინი

სამი ქართველი ისტორიული პირი, რომელთაც შეცვალეს საქართველოს ისტორია: ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია, სტალინი

სამი უცხოელი ისტორიული პირი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს ისტორია: იესო ქრისტე, იოჰან გუტენბერგი, მარკ ცუკერბერგი

ცხოვრების კრედო: ცდა ბედის მონახევრეაო.

შექმნილია ომედიაში