ალექსანდრე ლორთქიფანიძე
photo დაიბადა 1988 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში

დაამთავრა თბილისის #16 საჯარო სკოლა და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა

ამჟამად არის „წიგნების თაროს“ კრეატიული დირექტორი და წამყვანი

ჰყავს მეუღლე - ანა მარდალეიშვილი და ქალიშვილი - ლილიანა

საყვარელი მწერლები: ქართველი - ნიკო ლორთქიფანიძე, პაოლო იაშვილი, ოთარ ჭილაძე; უცხოელი - ჯორჯ ორუელი, უმბერტო ეკო, ჯოან როულინგი

სამი ქართველი ისტორიული პირი, რომელთაც შეცვალეს საქართველოს ისტორია: მირიან მეფე, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი

სამი უცხოელი ისტორიული პირი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს ისტორია: იესო ქრისტე, ქრისტეფორე კოლუმბი, ალან ტიურინგი

ცხოვრების კრედო: თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა

შექმნილია ომედიაში