გიორგი ლაშხი
photo დაიბადა 1978 წლის 21 იანვარს თბილისში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით აღმოსავლეთმცოდნე

ამჟამად ცხოვრობს თბილისში

მუშაობს პროექტის კოორდინატორად ფონდში „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, აგრეთვე დამოუკიდებელ თარჯიმნად

ჰყავს მეუღლე - თინათინ ალადაშვილი და ვაჟი - 3,5 წლის გიორგი

ჰობი, ინტერესები: კომპიუტერული თამაშები

სპორტის ოსტატობის კანდიდატი ცურვაში (100 მ თავისუფალი სტილით)

საყვარელი მწერლები და პოეტები: ჯონ რონალდ რეუელ ტოლკინი, ტერი პრეჩეტი, კლაივ სტეიპლზ ლიუისი, ჯოან როულინგი, აიზეკ აზიმოვი, სტანისლავ ლემი, კლიფორდ საიმაკი

საყვარელი კერძები: მწვადი, ბიფშტექსი, ჰამბურგერი, ზოგადად ხორცის შემცველი კერძები, ხაჭაპური

კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობს 1995 წლიდან

მიღწევები სპორტულ ტურნირებში: „რა? სად? როდის?“-ში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (2003), საქართველოს 2–გზის ჩემპიონი (2002, 2003), თბილისის 4–გზის ჩემპიონი (1999, 2003, 2004, 2009)

მიღწევები ტელეგადაცემაში „ინტელექტ–კლუბი“ (მე–9 არხზე): "ბრინჯაოს მოაზროვნის" მფლობელი (2002).

შექმნილია ომედიაში