შემოდგომა-ზამთრის სერიის პირველი თამაში |

დღეს გაიმართა შემოდგომა-ზამთრის სერიის პირველი თამაში, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა დავით რაფავას ექვსეული. მოაზროვნეებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 6:5. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა
ნიკოლოზ აგლაძე, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან. ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა ანამარია ხინჩლაშვილი პორტუგალიიდან.